მამაკაცს, რომელმაც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობები მიაყენა, ბრალი წაუყენეს.
ეჭვმიტანილ იურაი ცინტულას ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წაუყენეს, რასაც შესაძლოა უვადო თავისუფლების აღკვეთა მოჰყვეს.
გამომძიებლებმა საგულდაგულოდ გამოიკვლიეს შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია, შეაგროვეს მტკიცებულებები. მანქანა, რომლითაც ცინტულა ჩავიდა ქალაქში, ექსპერტიზა ჩაუტარდა. გაჩხრიკეს მისი სახლი, სადაც ის მეუღლესთან ერთად ცხოვრობს.
თავდამსხმელის მოტივი, სავარაუდოდ, მთავრობის პოლიტიკასთან შეუთანხმებლობაა.
მედიის ცნობით, ცინტულამ აღიარა, რომ თავდასხმა რამდენიმე დღით ადრე დაგეგმა. მას თითქოს სურდა პრემიერის დაჭრა, მაგრამ არა მოკვლა. მამაკაცი ლეგალურად ფლობდა იარაღს 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
შეგახსენებთ, რომ 15 მაისს 71 წლის იურაი ცინტულამ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსრამდენიმეჯერ ესროლა.
ბოლო ინფორმაციით, პრემიერმინისტრის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
0
0