"პრაქტიკულად, უკვე გენოფონდი დავკარგეთ" – კოკოითი უკრაინაში გაგზავნილ სამხედროებზე
A-
+A

ოკუპირებული ცხინვალის ყოფილი "პრეზიდენტი", ედუარდ კოკოითი მხარდამჭერებთან შეხვედრისას ამბობს, რომ უკრაინაში საომრად გაგზავნილ სამხედროებს "ელემენტარული პირობები" უნდა ჰქონდეთ. ინფორმაციას Эхо Кавказа ავრცელებს.
"ეს საზარბაზნე ხორცი არ არის, ძალიან ცოტანი ვართ, ჩვენ, პრაქტიკულად, უკვე გენოფონდი დავკარგეთ". - თქვა მან მედიის ცნობით.
კოკოითი ამბობს, რომ უკრაინაში სამხედროები, შესაძლოა, დაიღუპონ და ეს ის ახალგაზრდობაა, რომელიც "ახლა დგება ფეხზე". კოკოითმა ისაუბრა უკრაინაში ოკუპანტების მხარეს მებრძოლ, დაღუპულ ანდრეი ბაკაევზე, რომელსაც, მისი ინფორმაციით, შვილი დარჩა.
"ჩვენ გვესმის, რომ თუ რუსეთი წააგებს, ჩვენ ყველა ვაგებთ - ჩვენ ეს ძალიან კარგად გვესმის. ოსეთში არცერთი ადამიანი არ ამბობს არას. პირიქით, ჩვენ ვამბობთ - დიახ, ჩვენ მხარს ვუჭერთ პუტინს, ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთს. ეს არის ჩვენი, როგორც სტრატეგიული პარტნიორების მოვალეობა". - ამბობს ის.
0
0
623
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ილონ მასკი მსოფლიოს პირველი ტრილიონერი გახდა
12/06/2026
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%