22/12/2023
09:00
მსოფლიო
თავდამსხმელი, რომელმაც დაზუსტებული ინფორმაციით, 14 ადამიანი მოკლა, 25 წლის სტუდენტი, დევიდ კოზაკია. პოლიციამ განაცხადა, რომ მან თავი მოიკლა თავდასხმის შემდეგ.
სანამ ჩეხეთის დედაქალაქში გაემგზავრებოდა, კოზაკმა მამა მოკლა ახლომდებარე ქალაქში.
სავარაუდოდ, მკვლელობის წინა დღეს, მან Telegram-ის აპლიკაციაში დაწერა რუსულად: „მინდა სკოლაში სროლა და შესაძლოა თავი მოვიკლა“.
დღევანდელი ხოცვა-ჟლეტა არის ყველაზე საშინელი მასობრივი სროლა ჩეხეთის ისტორიაში და ვარაუდობენ, რომ მსროლელი შთაგონებულია 14 წლის სკოლის მოსწავლე ალინა აფანასკინას მიერ რუსეთში ამ თვის დასაწყისში განხორციელებული სროლით.
მანამდე გამაოგნებელი სურათი გამოჩნდა. გამვლელებმა დაინახეს, რომ აივანზე იდგა შავებში ჩაცმული შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც თოფით უმიზნებდა ქვემოთ მყოფ ადამიანებს. თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელმა სათითაოდ, დამიზნებით მოკლა თავისი მსხვერპლი.
ელიტარული პოლიცია ჩარლზის უნივერსიტეტის ფილოსოფიის შენობაში შეიჭრა, სადაც თავდამსხმელი იყო. პოლიციამ განაცხადა, რომ მსროლელი "ლიკვიდირებულია" საღამოს 4 საათზე - სასიკვდილო ხოცვა-ჟლეტის დაწყებიდან ერთი საათის შემდეგ.
პოლიციამ განაცხადა, რომ თავდამსხმელის ცხედარი იპოვეს ტერიტორიაზე და ვარაუდობენ, რომ მან თავი მოიკლა, როდესაც ოფიცრები მიუახლოვდნენ, თუმცა ოფიცრებმა განაცხადეს, რომ მათაც ესროლეს.
„ეჭვმიტანილის სერიოზული ტრავმის გამო, ჩვენ ვერ ვადასტურებთ, სიკვდილის მიზეზს“, - განაცხადა პოლიციის სპიკერმა მარტინ ვონდრაჩეკმა. „ჩემი ინფორმაციით, თვითმკვლელობა უნდა მომხდარიყო, მაგრამ პოლიციამ სამსახურებრივი იარაღიც გამოიყენა. - წერს მედია.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024