
პრაღის ცენტრში სახურავის ნაწილი ჩამოვარდა და ტრამვაის გაჩერებაზე მდგომ მამაკაცს დაეცა. დაღუპული მამაკაცი უკრაინელი ექიმი აღმოჩნდა.
უამინდობის, ძლიერი წვიმისა და ქარის დროს პრაღის ცენტრში ერთ-ერთი ისტორიული შენობის სახურავიდან ლავგარდნის ნაწილი ჩამოვარდა, ავტობუსის გაჩერების შუშის სახურავი ჩაამტვრია და იქვე მდგარ მამაკაცს დაეცა. მამაკაცი თავის ტვინის ტრავმით ადგილზევე გარდაიცვალა.
გარდაცვლილი უკრაინელი ექიმი, ვიტალი სლავნოვია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა დაპოსტა.
"არ ვიცი რა ვთქვა.. გამოჩენილი ქირურგი, სამი შვილის მამა, უნიკალური სამედიცინო კლინიკის დამფუძნებელი, ოდესაში ყველაზე ნათელი სულის კაცი და ნამდვილი მამაკაცი.. მხოლოდ 45 წლის, რამდენი სიცოცხლის გადარჩენა შეეძლო კიდევ." - წერს დაღუპულის ახლობელი.
პოლიციამ გამოძიება დაუდევრობის გამო სასიკვდილო ზიანის მიყენების ფაქტზე დაიწყო.
შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები მუშაობდნენ, რომლებმაც შენობის ფასადი შეამოწმეს. მაშველებმა შენობის არასტაბილური ნაწილიდან დაახლოებით 100 კილოგრამის მასალა ჩამოიღეს.
0
0