22/12/2023
08:52
მსოფლიო
ჩეხური პრესა წერს, რომ კარლოვის უნივერსიტეტის სტუდენტების მკვლელი რუსეთის სკოლაში მომხდარი თავდასხმით იყო შთაგონებული.
ჩეხეთის პოლიციის ხელმძღვანელი მარტინ ვონდრაშეკი ამბობს, რომ კარლოვის უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი, 24 წლის დავიდ კოზაკი, რომელმაც სულ მცირე 14 ადამიანი მოკლა და 25 დაჭრა, რუსეთის ქალაქ ბრიანსკშის სკოლაში მომხდარი დანაშაულით იყო შთაგონებული.
„მეზიზღება სამყარო და მინდა მას რაც შეიძლება დიდი ტკივილი დავუტოვო" - ასეთი კომენტარი დავიდ კოზაკს, მარტინ ვონდრაშეკის თქმით, დატოვებული აქვს ტელეგრამის არხის პოსტზე ბრიანსკის სკოლის მოსწავლე გოგონას თანაკლასელებზე შეიარაღებული თავდასხმის შესახებ.
ჩეხური novinky-ს ინფორმაციით, ბრიანსკის სკოლაში მომხდარი თავდასხმა ერთეული, არადამახასიათებელი შემთხვევა არაა რუსეთისთვის.
ბოლო 5 წლის განმავლობაში რუსეთში 15 ასეთი დანაშაული მოხდა, - წერს novinky და მაგალითად მოჰყავს თავდასხმები იჟევსკის სკოლაში, სადაც ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით 17 ადამიანი დაიღუპა და პერმის უნივერსიტეტში.
ჩეხეთში 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024