29/09/2021
20:51
საზოგადოება
როგორც სიუჟეტის ავტორი ამბობს, გრემის ტაძარი არც დაზიანებულია და არც დანგრევის პირას არის მისული, ასევე, სიუჟეტის ავტორის თქმით, სიცრუე და ცილისწამებაა, თითქოს ეკლესიის მიმდებარედ სასტუმრო და საცურაო აუზი შენდება.
„მას შემდეგ რაც სასულიერო პირების შესახებ ფარული ჩანაწერები გავრცელდა, „ნაცტელევიზიებისგან“ გვესმის, როგორ დაუცველად გრძნობენ თავს მოსმენების გამო, როგორი უკანონოა ეს ყველაფერი, მეორეს მხრივ კი განაგრძობენ ამ ფაილებით მანიპულირებას და ამ ჯერ კიდევ დაუდასტურებელი სათავისოდ გამოყენებას, რა თქმა უნდა, ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის. ამჯერად ტელეკომპანია „ფორმულაზე“ მომზადდა ფეიკ რეპორტაჟი გრემის ტაძართან დაკავშირებით. როგორც გვიყვებიან გრემის ტაძარი დაზიანებულია და ამაში ბერა ივანიშვილის ხელი ურევია. დავიწყოთ, იქიდან, რომ გრემის ტაძარი არც დაზიანებულია და არც დანგრევის პირას არის მისული. ამას საკუთარ რეპორტაჟშიც ვერ ადასტურებენ. გამოდის, რომ სიუჟეტი პირველივე სიტყვებიდან მთლიანად სიცრუეზეა აგებული. დიდი სიცრუეა და ცილისწამებაა, თითქოს ეკლესიის მიმდებარედ სასტუმრო და საცურაო აუზი შენდება“ - ამბობს POSTV -ის სიუჟეტის ავტორი.
POSTV დაუკავშირდა მიწის ნაკვეთის მფლობელ კომპანიას.
როგორც კორპორაცია „გრემის“ ხელმძღვანელები ჰყვებიან, მათ მიწის ნაკვეთი ჯერ კიდევ 2017 წელს, აუქციონზე შეიძინეს და გადაწყვიტეს ქართული ტრადიციული მარნის, ვენახების და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და არა სასტუმროს ან აუზის მშენებლობა.
„მიწის ნაკვეთის ყიდვიდან დღემდე ჩატარებულია ათეულობით კვლევა, იმისთვის, რომ მფლობელებს მიეღოთ კანონიერი უფლება დაეწყოთ მშენებლობა. მიწის ნაკვეთი რომელიც გაყიდვამდე ნაგვით იყო სავსე, მალე უნიკალურ სივრცედ გარდაიქმნება. კადრებში კარგად ჩანს, რომ შეღობვითი სამუშაოების გარდა არაფერია გაკეთებული, რადგან საზოგადოების გარკვეული ჯგუფები მუდმივად ეწინააღმდეგებიან და აბსურდული მიზეზებით მშენებლობის დაწყებას ხელს უშლიან. ეს რეპორტაჟი კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ „ფორმულა“ პოლიტიკურად ანგაჟირებული ნაცმედიაა“, - ამბობს POSTV-ის სიუჟეტის ავტორი.
0
0