08/11/2023
08:26
მსოფლიო
პორტუგალიის პრემიერმინისტრი ანტონიო კოშტა 7 ნოემბერს თანამდებობიდან გადადგა. კოშტამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისი მრჩეველი ლითიუმისა და წყალბადის მოპოვების პროექტებთან დაკავშირებით, სავარაუდო კორუფციის ბრალდებით დააკავეს. პროკურორების თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებული გამოძიების ერთ-ერთი ობიექტი პორტუგალიის პრემიერიც იყო.
ანტონიო კოშტამ, პრეზიდენტ მარსელუ რებელუ დი სოზასთან საუბრის შემდეგ, ტელევიზიით თანამდებობის დატოვება გამოაცხადა. კოშტას თქმით, მისი სინდისი სუფთაა და იგი მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს, თუმცა მეოთხე ვადით პრემიერობაზე უარს ამბობს.
ახლა პორტუგალიის პრეზიდენტი გადაწყვეტს, მისცეს თუ არა საშუალება კოშტას თანაპარტიელ სოციალისტებს, ჩამოაყალიბონ ახალი მთავრობა. ალტერნატივა პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა.
0
0