11/12/2024
22:27
სამართალი
ლისაბონიდან 70 კილომეტრში მდებარე ვალე დე ჟუდეუსის მკაცრი რეჟიმის ციხიდან გაქცეული ხუთი პატიმრიდან 3 უკვე დაკავებულია.
პორტუგალიის პოლიციის ცნობით, მესამე დამნაშავის დაკავება იტალიაში მოხდა.
პორტუგალიის ციხიდან გაქცეული საქართველოს მოქალაქე, შერგილი ფარჯიანი 7 სექტემბრიდან იძებნებოდა და პორტუგალიელმა სამართალდამცავებმა ის იტალიის ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ფარგლებში დააკავეს.
მასზე დაპატიმრების ევროპული ორდერი იყო გაცემული და ევროპოლის მიერ ძებნილთა სიაში შედიოდა. 40 წლის ფარჯიანი ვალე დე ჟუდეუსის ციხეში შვიდწლიან სასჯელს ქურდობის, ძალადობისა და დოკუმენტების გაყალბებისთვის იხდიდა. ციხიდან გაქცევიდან ერთი თვის შემდეგ, 22 ნოემბერს, ტანჟერში (მაროკო) ჩატარებული ოპერაციის დროს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ფაბიო ლურირო შეიპყრეს, ხოლო სოფელ ტრამპა-ოს-მონტესში (პორტუგალია) ფერნანდო ფერეირა დააკავეს.
მათი და საქართველოს მოქალაქის დაკავების შემდეგ, ძებნაში 2 პატიმარიღა რჩება: ბრიტანელი მამაკაცი, რომელიც გატაცებისა და ძარცვისთვის არის მსჯავრდებული და ყველაზე საშიში ძებნილი - არგენტინელი როდოლფო ლორმანი, რომელიც არგენტინაში გატაცებისთვის, პორტუგალიაში ძარცვისთვის არის მსჯავრდებული.
0
0