14/01/2026
17:15

ეს ღონისძიება ევროკავშირის მიგრაციისა და თავშესაფრის პაქტის ნაწილია. პორტუგალიას 420 თავშესაფრის მაძიებელი უნდა მიეღო, თუმცა მათ მიღებაზე უარი თქვა.
პორტუგალიამ აიღო ვალდებულება, გადაიხადოს 8 მილიონ ევროზე მეტი, რათა თავიდან აიცილოს თავშესაფრის მაძიებლების მიღება ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებიდან. საუბარია მიგრაციისა და თავშესაფრის პაქტის იმპლემენტაციაზე, რომელიც სოლიდარობის მექანიზმებს ითვალისწინებს ევროკავშირის 18 ქვეყანას შორის.
SIC-ისა და Expresso-ს ინფორმაციით, მთავრობამ გამორიცხა 420 თავშესაფრის მაძიებლის (ლტოლვილთა 2%) მიღების ვარიანტი იმ საბაბით, რომ ქვეყანა ისედაც იმყოფება მიგრაციული წნეხის ქვეშ და სისტემის დაზიანების გარეშე მეტი ადამიანის მიღების შესაძლებლობა არ გააჩნია. ამიტომ, პორტუგალიამ გადაწყვიტა, ივნისიდან გადაიხადოს 8,4 მილიონი ევრო სოლიდარობის რეზერვში იმ ქვეყნების დასახმარებლად, რომლებიც მიგრაციულ კრიზისს განიცდიან.
გასული წლის დეკემბერში ბლოკის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ 2026 წლისთვის ესპანეთიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან და კვიპროსიდან მოხდება 21 009 თავშესაფრის მაძიებლის გადანაწილება — სწორედ ეს ქვეყნები განიცდიან ყველაზე დიდ დატვირთვას მიგრანტების ნაკადის გამო. პორტუგალიის წილად 420 ადამიანი მოდიოდა, მისი თანხმობის შემთხვევაში.
შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მინისტრმა, ანტონიუ ლეიტაუ ამარუმ, ბრიუსელს პორტუგალიაში მიგრაციისა და თავშესაფრის მონაცემების გადახედვის თხოვნით მიმართა. სანამ კომისია პორტუგალიაში არსებულ ვითარებას აფასებს, მთავრობამ გადაწყვიტა, არ მიიღოს მიგრანტები, თუმცა არც მექანიზმის მიღმა დარჩეს.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობამ იგივე გზა აირჩია, რაც პორტუგალიამ — შეუერთდნენ სოლიდარობის მექანიზმს, მაგრამ არ მიიღონ თავშესაფრის მაძიებლები. თუმცა, ზოგიერთმა ქვეყანამ გადაწყვიტა ამ მოქალაქეების ნაწილის მიღება, მათ შორის:
-
გერმანია (სავარაუდოდ მიიღებს 4 555 ადამიანს)
-
საფრანგეთი (3 361)
-
რუმინეთი (661)
-
ბულგარეთი (214)
-
კვიპროსიც მიიღებს 43 ადამიანს მიღების ცენტრებში მყოფთაგან.
0
0
თბილისში, მარჯანიშვილზე, ქალი მოკლეს
14/01/2026