12/05/2023
11:21
მსოფლიო
პორტუგალიის მთავრობამ შემოიღო კანონი, რომელიც ღია სივრცეში, მათ შორის გადახურულ ტერასებზე და თამბაქოს ნაწარმის გაყიდვას კრძალავს.
პორტუგალიის პარლამენტის მიერ კანონის დამტკიცების შემთხვევაში, მოწევა 23 ოქტომბრიდან აიკრძალება საჯარო შენობებთან, როგორიცაა სკოლები, უნივერსიტეტები, საავადმყოფოები, სპორტული ობიექტები, ასევე რესტორნები, ბარები და ყავის მაღაზიები.
რესტორნებს, ბარებსა და ღამის კლუბებს, რომლებსაც გამოყოფილი აქვთ მოწევის ადგილები შესაბამისი იზოლაციით, შეძლებენ მათ შენარჩუნებას 2030 წლამდე.
2025 წლიდან თამბაქოს მხოლოდ ლიცენზირებული თამბაქოს მაღაზიები და აეროპორტების მაღაზიები გაყიდიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომატები, ბარები, რესტორნები და ბენზინგასამართი სადგურები მომხმარებლებს თამბაქოს ვეღარ შესთავაზებენ.
პორტუგალიაში ერთი კოლოფი სიგარეტი დაახლოებით 5 ევრო ღირს, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ფასია დასავლეთ ევროპაში.
მთავრობის მონაცემებით, მწეველთა სიკვდილიანობის დაახლოებით ორი მესამედი დაკავშირებულია თამბაქოს მოხმარებასთან.
პორტუგალიაში, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 10 მილიონია, შეფასებულია, რომ 2019 წელს თამბაქოს გამო დაახლოებით 13,500 ადამიანი დაიღუპა.
0
0