
გამოკვლევა ჩაუტარდა სათამაშოებს, რომლებიც ისეთ პლატფორმებზე იყიდება, როგორებიცაა TikTok, Temu, AliExpress და Amazon და დადგინდა, რომ 23 შეძენილი პროდუქტისგან 12 ბავშვებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. სათამაშოებმა შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის გაგუდვა, დაკაწვრა და ა.შ.. ამ სათამაშოებიდან ბევრს ასევე არ გააჩნდა უსაფრთხოების საჭირო ნიშნები. დიდ ბრიტანეთში მათი 91%-ის გაყიდვა აიკრძალა.
TikTok Shop-დან გამოწერილი ორი ტიპის საბავშვო სათამაშო - სენსორული ფიჯეტი და მანქანის მუსიკალური გასაღები - ასევე სახიფათოდ დახასიათდა. TikTok-მა აღნიშნული ნივთები გაყიდვიდან მას შემდეგ ამოიღო, რაც ერთ-ერთმა მომხმარებელმა ფიჯეტის სათამაშოს შესახებ დაწერა, რომ მის ბავშვს თამაშის დროს სუნთქვა შეეკრა.
როგორც კომპანია AliExpress-მა განაცხადა, პროდუქტის უსაფრთხოებას "მტკიცედ იცავს" და უსაფრთხო ონლაინ სავაჭრო გარემოს უზრუნველსაყოფად კომპანიაში მკაცრი წესები და პოლიტიკა უკვე ამოქმედდა.
,,თუმცა, ამანათების დიდი მოცულობის გამო, რთულია ყველა ნივთის შემოწმება. თუ კომერციული ობიქეტი განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამო აღმოაჩნდება, AliExpress-ი მიიღებს შესაბამის ზომებს, რაც შეიძლება მოიცავდეს გამყიდველის მაღაზიის შეჩერებას ან დახურვას სერიოზული დარღვევის გამო", - განაცხადა AliExpress-მა.
Fruugo-დან შეძენილ სათამაშო ღორს ტესტირებისას თვალები ჩამოცვივდა. მათი გადაყლაპვის შემთხვევაში, ბავშვი შესაძლოა დამხრჩვალიყო.
ასევე eBay-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ "მომხმარებლის უსაფრთხოება eBay-ისთვის მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი საიტიდან დაუყოვნებლივ წავშალეთ ჩვენ მიერ მოწოდებული ნივთების ჩამონათვალი, რომლებიც საფრთხის შემცველია".
დიდ ბრიტანეთში Temu-დან შეძენილი ორი პროდუქტი უსაფრთხოების სერიოზულ რისკს შეიცავდა.
"ჩვენთვის პრიორიტეტულია მომხმარებელთა უსაფრთხოება და გამყიდველებს ვთხოვთ დაიცვან მოქმედი სტანდარტები. საეჭვო პროდუქტი უკვე ამოღებულია გაყიდვიდან. ჩვენ ვაწარმოებთ მიმოხილვას და გავაძლიერებთ მონიტორინგს მსგავს პროდუქტებზე", - თქვა Temu-მ.
0
0