პოლონური საზოგადოება დაღლილია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხედავს საკუთარ ქვეყანაში უკრაინელ მამაკაცებს, რომლებიც უახლესი მანქანებით დადიან ან ცხოვრობენ ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში - პოლონეთის თავდაცვის მინისტრი
12/01/2025
20:38
მსოფლიო
A-
+A
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა „ფაინენშელ თაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რუსეთის ფართომასშტაბანი ომის დაწყების შემდეგ პოლონეთში ჩასულ უკრაინელებზეც ისაუბრა.
როგორც მედია წერს, ომის დაწყების შემდეგ პოლონეთი აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას, თუმცა ქვეყნებს შორის არსებობს გარკვეული უთანხმოება რიგ საკითხებში – უკრაინული იაფი სასოფლო-სამეურნეო ექსპორტი და მზარდი უკმაყოფილება უკრაინელი მოქალაქეების მიმართ, რომლებმაც თავიანთი ქვეყანა დატოვეს.
„რა თქმა უნდა, პოლონური საზოგადოება დაღლილია და ეს გასაგებია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხალხი აქ ხედავს ახალგაზრდა უკრაინელ მამაკაცებს, რომლებიც უახლესი მანქანებით დადიან ან ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში ცხოვრობენ“, – განაცხადა მინისტრმა ინტერვიუში.
0
0
196
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%