
კვლევის მიხედვით, გამოკითხული პოლონელების ნახევარზე მეტი უარყოფითად დონალდ ტუსკის საქმიანობას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე აფასებს. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონური მედია IBRiS-ის გამოკითხვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოკითხვა, რომელშიც მონაწილეობა 1 100-მა პოლონელმა მიიღო, 2025 წლის 19-20 სექტემბერს ჩატარდა. რესპონდენტებს ჰკითხეს, როგორ აფასებდნენ პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის საქმიანობას.
გამოკითხულთა 41,7%-მა აირჩია კატეგორია „ნამდვილად ცუდად“, 11,6%-მა – „საკმაოდ ცუდად“, ჯამში უარყოფითი პასუხი გასცა 53%-ზე მეტმა.
გამოკითხულთა 15.7%-მა პრემიერ-მინისტრის მუშაობა „ნამდვილად კარგად“ შეაფასა. 24%-მა კი – „საკმაოდ კარგად“, რაც ჯამში 39.7%-ს შეადგენს.
პოლონური მედიის შეფასებით, ეს მთავრობისთვის საგანგაშო ნიშანია, რადგან საზოგადოების ნახევარზე მეტი არ ეთანხმება მთავრობის ამჟამინდელი პოლიტიკის მიმართულებას.
0
0
სენაკში ავარიის შედეგად სამი პირი დაშავდა
01/10/2025