-share.jpg)
პოლონეთში ნაპოვნი ნამსხვრევების წუხელ გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, რუსმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ეს იყო უკრაინის საჰაერო ძალების S-300 საზენიტო მართვადი რაკეტის ელემენტები. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს.
სამხედრო უწყების ცნობით, მაღალი სიზუსტის დარტყმები სამიზნეებზე მხოლოდ უკრაინის ტერიტორიასა და უკრაინა-პოლონეთის საზღვრიდან არაუმეტეს 35 კმ-ის დაშორებით განხორციელდა.
ასევე, თავდაცვის სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გუშინდელი მასიური დარტყმის დროს კიევის ობიექტებზე არცერთი რაკეტა გასროლილა.
“უკრაინის დედაქალაქის საცხოვრებელი რაიონების დაბომბვა არის კიევის რეჟიმის მიერ დემონსტრირებული უცხოური საჰაერო თავდაცვის სისტემებიდან ნასროლი საზენიტო რაკეტების დაცემისა და თვითგანადგურების პირდაპირი შედეგი”, - განაცხადეს სამინისტროში.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის თავდაცვის უწყება, 15 ნოემბერს პოლონეთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებულ ბრალდებებს მალევე გამოეხმაურა და “მიზანმიმართულ პროვოკაციად” შეაფასა.
0
0