
პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან, რაკეტის ჩამოვარდნას ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე გავლენა არ მოუხდენია. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტთან არსებული საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა, იაკუბ კუმოხმა განაცხადა, - იუწყება Polsat News-ი.
ჟურნალისტის კითხვაზე, პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის დაცემის შემდეგ, შეიცვალა თუ არა ურთიერთობები ვარშავასა და კიევს შორის, მან უპასუხა, რომ მხარეებს შორის დაძაბულობა არ ყოფილა.
„ქვეყნების პრეზიდენტებს შორის აზრთა მკვეთრი გაცვლა არ მომხდარა“, - განაცხადა მან.
კუმოხმა აღნიშნა, რომ ვარშავისთვის მნიშვნელოვანია იმის გაგება, იყო თუ არა ეს თავდასხმა კონკრეტულად პოლონეთზე.
"პოლონეთზე თავდასხმა არ ყოფილა. უბრალოდ პოლონეთში ტრაგიკული ინციდენტი მოხდა. რა თქმა უნდა, ბრალი რუსეთს ეკისრება, რადგან ის უკრაინას ატერორებს", - ხაზგასმით აღნიშნა მან.
აღსანიშნავია, რომ რაკეტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებული ინციდენტის გამოძიებაში მონაწილეობის მისაღებად, პოლონეთში უკრაინელი ექსპერტები ჩავიდნენ.
0
0