
ამერიკის შეერთებული შტატები იზიარებს წინასწარ შეფასებას, რომ პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვით იყო გამოწვეული - ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა განაცხადა.
როგორც კარინ ჟან პიერი ამბობს, მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.
"ამერიკის და პოლონეთის ოფიციალური პირები, ფაქტების დასადგენად, უკრაინასთან კავშირზე არიან. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ უკრაინა ღიაა სიტუაციის ყოვლისმომცველი ანალიზისთვის. ამ ტრაგიკულ ინციდენტთან დაკავშირებით, საბოლოოდ პასუხისმგებელი მხარე არის რუსეთი, რომელმაც უკრაინის მიმართულებით რაკეტები გაუშვა.
მისი სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო. საჯაროდ დავუჭირეთ მხარი პრეზიდენტ დუდას წინასწარ შეფასებას, რომ ეს სავარაუდოდ, გამოიწვია უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტამ, რომელიც სამწუხაროდ პოლონეთში დაეშვა. არაერთხელ გვითქვამს, რომ უკრაინას აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი. რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი," - განაცხადა კარინ ჟან პიერმა.
0
0
15 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
11/07/2025
13 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
11/07/2025