01/06/2025
11:58

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაიწყო. პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მას შემდეგ იმართება, რაც 18 მაისს პირველ ტურში მონაწილე 13 კანდიდატიდან ვერცერთმა მიიღო გასამარჯვებლად საჭირო ხმათა რაოდენობა.
მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი გადავიდა – ვარშავის მერი რაფალ ტშასკოვსკი „სამოქალაქო პლატფორმიდან“, რომელმაც ხმების 31.36% მიიღო და ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დირექტორი კაროლ ნავროცკი, რომელსაც „კანონი და სამართალი“ უჭერს მხარს.
მეორე ტურის წინ ჩატარებული ერთ-ერთი უახლესი გამოკითხვის თანახმად, მმართველი პარტიის კანდიდატს რაფალ ტრზასკოვსკის და ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილ კაროლ ნავროცკის მეორე ტურში თითქმის თანაბარი შანსები აქვთ და ამომრჩეველთა აქტივობა, შესაძლოა, 1989 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი იყოს.
0
0