-share.jpg)
პოლონეთის ტერიტორიაზე ორი ადამიანის სიცოცხლე რუსული წარმოების რაკეტამ იმსხვერპლა და ვარშავაში რუსეთის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.
სამინისტროს ინფორმაციით, რაკეტა სამშაბათს ნაშუადღევს, აღმოსავლეთ პოლონეთში მდებარე სოფელ ფშევოდუვში, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 6 კილომეტრში, ჩამოვარდა
როგორც ცნობილია, 15 ნოემბერს, გავრცელდა ინფორმაცია პოლონეთი-უკრაინის საზღვართან, სავარაუდოდ, ორი რუსული რაკეტის ჩამოვარდნის შესახებ, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ალიანსი აკვირდება ვითარებას და მოკავშირეები მჭიდრო კონსულტაციებს აწარმოებენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ბრალდებები უარყოდა გავრცელებულ ინფორმაციას “მიზანმიმართული პროვოკაციაა” ვითარების ესკალაციის მიზნით უწოდა.
0
0