15/11/2022
23:29
მსოფლიო
„პოლონეთში ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა, დაღუპულია ორი ადამიანი,“ - განაცხადა აშშ-ის დაზვერვის სამსახურის მაღალჩინოსანმა.
პოლონურმა რადიო ZET-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორი რაკეტა აღმოსავლეთ პოლონეთის სოფელ პრჟევოდოვში, უკრაინის საზღვართან, ჩამოვარდა.
პოლონეთის მთავრობის სპიკერმა პიოტრ მიულერმა ინფორმაცია დაუყოვნებლივ არ დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ მაღალჩინოსნები "კრიზისული სიტუაციის" გამო საგანგებო შეხვედრას მართავენ.
მოსკოვმა დღეს უკრაინაში 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, რის შედეგადაც, ელექტროენერგია შვიდ მილიონ ოჯახს გაეთიშა.
გაურკვეველია, იყო თუ არა ეს რაკეტები იმავე ოპერაციის ნაწილი, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა რუსული რაკეტები პოლონეთში ჩამოვარდა. ცნობისთვის, პოლონეთი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში არ ჩარეულა, თუმცა მილიონობით უკრაინელი ლტოლვილი შეიფარა და მკაცრად დაგმო ომი.
0
0