30/06/2023
14:23
მსოფლიო
ოფიციალური პირების განაცხადებით, პოლონეთში ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი ჰოკეისტი დააკავეს. ეჭვმიტანილის ვინაობა არ სახელდება, თუმცა, ცნობილია, რომ ის პოლონეთის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს.
"რუსი ჯაშუშები სათითაოდ ვლინდებიან. ჯაშუში, რომელიც სპორტსმენის ნიღბით მოქმედებდა, დაკავებულია", - განაცხადა პოლონეთის იუსტიციის მინისტრმა/მთავარმა პროკურორმა ზბიგნევ ზიობრომ. მისი თქმით, დაკავებული მამაკაცი პირველი ლიგის კლუბში ასპარეზობდა და ის ჯაშუშური ქსელის მე-14 წევრი იყო.
„მამაკაცს ბრალად ედება ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში ჩართულობა და [რუსული] საგარეო დაზვერვის სამსახურის სახელით პოლონეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედება. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებები 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება,“ - განაცხადა პოლონეთის ეროვნულმა პროკურატურამ.
პოლონეთი დასავლეთის იარაღის მთავარ კერას წარმოადგენს, რომელიც აქტიურად იბრძვის უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ.
0
0