
პოლონეთში დივერსიულ ქმედებებთან დაკავშირებით დაკავებულ ორ უკრაინელს ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს, მათ სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.
ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
"ორშაბათს დავიწყეთ გამოძიება და მივიღეთ მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს, რომ დამნაშავეები არიან უკრაინის ორი მოქალაქე: ალექსანდრე კ. და ევგენი ი., რომლებიც ამჟამად ბელარუსში იმყოფებიან. პროკურატურამ გადაწყვიტა, მათ ბრალი წაუყენოს რუსეთის ფედერაციის მიერ შეკვეთილი დივერსიისა და ტერორიზმის ჩადენაში“, – ნათქვამია პოლონეთის პროკურატურის განცხადებაში.
იქამდე კი, 18 ნოემბერს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთის რკინიგზაზე დივერსიის მომწყობი პირები სავარაუდოდ უკრაინის მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობდნენ. მისი თქმით, პოლონეთი მოითხოვს ეჭვმიტანილების დაპატიმრებას და ექსტრადიციას.
0
0