21/11/2024
14:41
მსოფლიო
პოლონეთში ამერიკული ანტისარაკეტო თავდაცვის ბაზის გახსნა ბირთვული საფრთხის დონის გაზრდას იწვევს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.
მარია ზახაროვამ აშშ-ის მიერ პოლონეთში აღნიშნული ბაზის გახსნა პროვოკაციულ ნაბიჯად შეაფასა.
„ეს არის მორიგი ღიად პროვოკაციული ნაბიჯი ამერიკელების, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მათი მოკავშირეების დესტაბილიზაციურ ქმედებებში, სტრატეგიულ სფეროში. ეს ნაბიჯი ჯდება რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს ინფრასტრუქტურების მოახლოების მრავალწლიან დესტრუქციულ პრაქტიკაში. ეს ობიექტურად იწვევს სტრატეგიული სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრას სამხედრო-პოლიტიკური, სამხედრო-ტექნიკური ხასიათის სხვა დამაზიანებელ ზომებთან ერთად. ეს ბუნებრივად იწვევს სტრატეგიული რისკების გაძლიერებას და, როგორც შედეგი, ბირთვული საფრთხის საერთო დონის გაზრდას“, – განაცხადა ზახაროვამ.
ზახაროვას თქმით, პოლონეთში ანტისარაკეტო თავდაცვის ბაზა შეემატა პოტენციური დარტყმებისთვის პრიორიტეტული სამიზნეების სიას.
0
0