
პოლონეთის ქალაქ პოზნანში ხუთი წლის ბიჭი საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა, რომელიც თავდასხმის დროს კაცმა ცივი იარაღით დაჭრა. ამის შესახებ რადიოსადგური RMF FM იუწყება.
თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა საბავშვო ბაღის მოსწავლეთა ჯგუფი ძიძებთან ერთად სასეირნოდ იმყოფებოდა.
რადიოსადგურის არაოფიციალური ინფორმაციით, ტროტუარზე მოსიარულე ბავშვებთან კაცი მივიდა, მან დაიწყო ყვირილი, რომ ყველას მოკლავდა, შემდეგ კი ჯგუფის ბოლოში მდგარი ხუთი წლის ბავშვი დაჭრა.
შემთხვევის ადგილზე ჩატარდა რეანიმაციული ღონისძიებები. შემდეგ ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სასწრაფოდ საოპერაციოდ შეიყვანეს. პატარა მაურიკიუსს ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა.
თავდასხმის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა.
თავდამსხმელი პოზნანში, დანაშაულის ჩადენის ადგილიდან არც თუ ისე შორს დააკავეს.
როგორც გაირკვა კაცი 71 წლის არის და საბავშვო ბაღთან ახლოს ცხოვრობს.
0
0