
პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ პოლონელ ჟურნალისტ ბოგდან რიმანოვსკისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი პოლონეთის ომში ჩათრევას ცდილობდა.
ჟურნალისტმა ყოფილ პრეზიდენტს 2022 წლის 15 ნოემბრის მოვლენები გაახსენა, როდესაც პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტა ჩამოვარდა და დუდას ჰკითხა, დაურეკა თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ შემთხვევის შემდეგ.
"ის გვაიძულებდა, დაუყოვნებლივ გაგვეცხადებინა, რომ ეს რუსული რაკეტა იყო" - განაცხადა პოლონეთის ექს-პრეზიდენტმა.
ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის პასუხად დუდამ ასევე აღნიშნა, რომ ზელენსკის ეს მოთხოვნა პოლონეთის ომში ჩათრევის მცდელობად შეაფასა.
"თავიდანვე ცდილობდნენ ყველას - განსაკუთრებით ნატო-ს წევრი ქვეყნების ჩათრევას. ეს მათი ოცნება იყო. მაგრამ ჩვენ ამას ვერასდროს დავეთანხმებოდით", - განაცხადა ანჯეი დუდამ.
0
0