
პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურმა სტუდენტი დააკავა, რომელიც ეჭვმიტანილია საშობაო ბაზრობაზე მასობრივი თავდასხმის მომზადებაში.
ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში პოლონეთის სპეციალური სამსახურების მინისტრის პრესსპიკერმა, იაჩეკ დობრჟინსკიმ დაწერა.
მისი ცნობით, დაკავებულია მატეუშ ვ., ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტის სტუდენტი.
გამოძიების ინფორმაციით, სტუდენტს სურდა თავდასხმა ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით, ასევე გეგმავდა ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებას.
„დანაშაულის მიზანი იყო ადამიანების დაშინება და „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
პოლონეთის სპეცსამსახურების ცნობით, ეჭვმიტანილმა გადადგა ნაბიჯები ტერორისტულ ორგანიზაციასთან კონტაქტის დასამყარებლად, მათ შორის თავდასხმის მხარდაჭერის მისაღებად.
დაკავებულს წინასწარი სამთვიანი პატიმრობა შეეფარდა.
0
0