
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ უკრაინა ვერ შეძლებს ევროკავშირში გაწევრიანებას, თუ სტეფან ბანდერას განდიდებას გააგრძელებს. მისი თქმით, ეს ვარშავის მკაფიო პოზიციაა.
„ევროკავშირში დროშაზე ბანდერათი უკრაინა ვერ შევა“, - აღნიშნა მან.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ პოლონეთი „ძალიან მკაცრად“ დაიცავს თავის ინტერესებს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესში. მან ასევე დასძინა, რომ უკრაინამ უნდა გაიგოს პოლონეთის პოზიცია ისტორიულ საკითხებთან დაკავშირებით, რადგან ვარშავა მას გამოხატავს „გულწრფელად, როგორც მეგობარი“.
პოლონეთი კიევის მიერ მეამბოხეთა არმიასა და მისი ლიდერების, მათ შორის სტეფან ბანდერას განდიდებას ეწინააღმდეგება, რადგან მათ მეორე მსოფლიო ომის დროს ვოლინის ტრაგედიაში და პოლონელების გენოციდში ადანაშაულებენ.ა
0
0