
პოლონეთის სეიმმა აღიარა რუსეთის ფედერაცია, როგორც ტერორიზმის მხარდამჭერი და ტერორისტული ზომების მხარდამჭერი სახელმწიფო.
შესაბამისი დადგენილება 14 დეკემბერს მიიღეს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთი სისტემატურად არღვევს ადამიანის უფლებებს, საერთაშორისო სამართალს და გაეროს წესდებას, ასევე რიგ სხვა ვალდებულებებს.
გარდა ამისა, რუსეთის ფედერაცია თავს ესხმის სხვა ქვეყნების ტერიტორიებს, სჩადის ომის დანაშაულებებს და გენოციდს, ასევე ეწევა მტრულ ეკონომიკურ საქმიანობას, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში.
„რუსეთი უშუალოდ არის პასუხისმგებელი მალაიზიის ავიახაზების (MH17) ავარიაზე 2014 წლის ივლისში, რომლის დროსაც დაიღუპა 298 მგზავრი და ეკიპაჟი, ასევე 2010 წლის აპრილში სმოლენსკში პოლონეთის საჰაერო ძალების ავიაკატასტროფაზე, რომლის დროსაც ბორტზე 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, პოლონეთის მთავრობის წარმომადგენლები, პოლონეთისა და ნატოს მაღალი რანგის სამხედრო ლიდერები, ასევე პოლონეთის პარლამენტის წევრები“ - ნათქვამია რეზოლუციაში.
სეიმმა აღნიშნა, რომ რუსეთი განაგრძობს „სასტიკ და უკანონო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ“. მათ დაგმეს რუსეთის საერთაშორისო მეკობრეობის აქტი, რომელმაც დაბლოკა უკრაინის პორტები და მათკენ მიმავალი გზების პარალიზება განახორციელა, ომის გამოცხადების გარეშე.
სეიმმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, შეიმუშაოს მექანიზმი უკრაინას ომის რეპარაციების გადახდისა და კომპენსაციისთვის სახელმწიფოების, ორგანიზაციებისა და პირებისთვის, რომლებმაც ომთან დაკავშირებით ზარალი განიცადეს.
0
0