პოლონეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საქართველოს ელჩთან საუბარი შედგა
14/10/2021
23:12
პოლიტიკა
A-
+A
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლონეთში საქართველოს ელჩს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პოლონეთის საგარეო უწყებაში გაესაუბრნენ.
ამის შესახებ ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებაში.
„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ დღეს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთში საქართველოს ელჩთან დისკუსია შედგა. გამჭვირვალობა, კანონის უზენაესობის დაცვა და პოლიტიკური ქმედებებისგან თავის შეკავება არის მნიშვნელოვანი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მისაღწევად“, – ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „ტვიტერის“ გვერდზე.
0
0
556
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%