
პოლონეთის რკინიგზაზე განხორციელებულ დივერსიულ ქმედებებთან დაკავშირებით რამდენიმე პირი დააკავეს.
პოლონეთის სპეცსამსახურების მინისტრ-კოორდინატორის წარმომადგენელმა, იაცეკ დობრჟინსკიმ აღნიშნა, რომ დაკავებულია რამდენიმე პირი.
პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, კაროლინა გალეცკამ განაცხადა, რომ რკინიგზაზე მომხდარ დივერსიასთან დაკავშირებით „ინტენსიური ოპერატიული, სადაზვერვო და საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის დაკავებები, უსაფრთხოების ზომები და მტკიცებულებების ანალიზი“ მიმდინარეობს.
როგორც უკრიანული მედია წერს, გამომძიებლებმა დივერსანტების ოთხი სავარაუდო თანამზრახველი დაადგინეს, ასევე უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც ორ დამნაშავეს ეხმარებოდნენ და პოლონეთში ცხოვრობენ.
მანამდე კი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი რკინიგზაზე მომხდარი დივერსიის გამო ქვეყანაში მოქმედ რუსეთის უკანასკნელ საკონსულოს დახურავს.
პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მთავრობა ქალაქ გდანსკში მოქმედი რუსეთის საკონსულოს მუშაობის ნებართვას „უახლოეს რამდენიმე დღეში“ გააუქმებს.
0
0
21 ნოემბერს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
19/11/2025