
პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ ვეტო დაადო უკრაინელებისთვის დახმარების გაწევის შესახებ კანონში ცვლილებებს. როგორც პოლონური მედია წერს, კაროლ ნავროცკიმ ვეტო დაადო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს, რომელიც უკრაინის მოქალაქეებისთვის შემწეობის გადახდას და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფ პირთა სტატუსის მოქმედების ვადის გახანგრძლივებას ითვალისწინებდა.
საუბარია ყოველთვიურ შემწეობაზე 800 ზლოტის (190 ევრო) ოდენობით, რომელსაც უკრაინის მოქალაქეები ოჯახში თითო არასრუწლოვან ბავშვზე მიიღებდნენ.
პოლონეთის პრეზიდენტის მოსაზრებით, ეს დახმარება მხოლოდ იმ უკრაინელმა უნდა მიიღონ, რომლებიც პოლონეთში არიან დასაქმებულები.
საკანონმდებლო ცვლილებები ასევე ითვალისწინებდა უკრაინელებისთვის დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის 2026 წლის 4 მარტამდე შენარჩუნებას.
კანონპროექტი გადამუშავების მიზნით საკანონმდებლო ორგანოს დაუბრუნდება. ამასთან, ნავროცკი გამოვიდა ინიციატივით, რომ კანონმდებლობაში ჩაიწეროს ლოზუნგი „შეაჩერეთ ბანდერა“ და „ბანდერას სიმბოლიკა“ გაუთანაბრდეს ნაციზმის და საბჭოთა კომუნიზმის სიმბოლოებს.
„რუსული პროპაგანდის აღმოსაფხვრელად და პოლონურ-უკრაინული ურთიერთობების ასაშენებლად, რაც დაეფუძნება ჭეშმარიტ პარტნიორობას, ურთიეთპატივისცემას, საჭიროდ მივიჩნევ, კანონპროექტში შეტანილი იყოს მკაფიო ლოზუნგი „შეაჩერე ბანდერა“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, აგვისტოს შუა რიცხვებში პოლონეთის ლიდერი გამოდიოდა წინადადებით, აკრძალულიყო წითელი და შავი ფერის „ბანდერას დროშა“. ამის მიზეზი იყო ბელარუსი რეპერის, მაკს კორჟის მიერ ვარშავაში გამართული კონცერტი, რომელზეც შენიშნეს „უკრაინის მეამბოხე არმიის“ სიმბოლოები. „უკრაინის მეამბოხე არმიას“ პოლონელების მკვლელობებში სდებენ ბრალს.
0
0