
პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკრაინის მთავრობას უმადურობაში ადანაშაულებს.
პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელმა, ზბიგნევ ბოგუცკიმ უკრაინის ხელისუფლება პოლონეთის სახელმწიფო ჯილდოების დაბრუნების გამო გააკრიტიკა.
პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის მიერ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების შემდეგ, უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა და დიპლომატებმა ჯილდოების დაბრუნება გადაწყვიტეს.
„უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები აბრუნებენ პოლონურ ჯილდოებს და ივიწყებენ, რომ სწორედ ამ ხელებმა გაუწოდეს დახმარების ხელი და ეს დახმარება პოლონური ხელიდან მოდიოდა: პოლონეთის მთავრობისგან, ადგილობრივი ხელისუფლებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და მილიონობით პოლონელისგან“, – აღნიშნა ზბიგნევ ბოგუცკიმ.
ამასთან, ზბიგნევ ბოგუცკიმ განცხადებას თან დაურთო ამონარიდი პოეტ ლუდვიკ კროპინსკის ლექსიდან „უმადურობის შესახებ“.
„P.S. „აქედან წარმოიშვა დაწყევლილი უმადურობა, რომ ვინც აიღო, დაივიწყა და ვინც მისცა, იმახსოვრებს. ორივეს დიდი დამსახურება ექნებოდა ღვთის წინაშე, თუ პირველს ემახსოვრებოდა და მეორეს – დაავიწყდებოდა“, – ლუდვიკ კროპინსკი „უმადურობის შესახებ“, – წერს პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელი.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარალელები გაავლო კაროლ ნავროცკისა და უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ქმედებებს შორის.
0
0