
„ყველა პოლონელმა იცის და ესმის, რამდენი ბოროტება მოუტანეს პოლენეთს უკრაინელმა ნაციონალისტებმა“:- პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ უპასუხა უკრაინის პრეზიდენტს ვლოდიმირ ზელენსკის, რომელიც მანამდე შეეცადა პოლონეთის პრეზიდენტისთვის ორდენის ჩამორთმევა პოლონეთის შიდაპოლიტიკურ ბრძოლად წარმოეჩინა.
„პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, დავა არ ეხება პოლონეთის შიდა პოლიტიკას. ყველა პატრიოტს ესმის, რამდენი დანაშაული ჩაიდინეს უკრაინელმა ნაციონალისტებმა პოლონეთის მიწებზე, რამდენად ტრაგიკული იყო ის მოვლენები. დავა ეხება ისტორიული საკითხების აღქმას და იმ ფაქტს, რომ პოლონეთში ჩვენ არ ვარიარებთ წითელ-შავ ბანდერულ დროშას.
ვერ წარმომიდგენია სიტუაცია, როდესაც პოლონელი პატრიოტები, და განსაკუთრებით პოლონეთის პრეზიდენტი და პოლონეთის მთავრობა, მსგავს ვითარებაში ერთად არ იქნებიან და არ გაერთიანდებიან.
ძვირფასო ვლადიმირ, ეს დავა საერთოდ არ ეხება პოლონეთის შიდა საკითხებს. ასეთი საკითხები არ არსებობს, რადგან ყველა პოლონელმა იცის და ესმის, რამდენი ბოროტება მიაყენეს უკრაინელმა ნაციონალისტებმა პოლონელ ქალებს, პოლონელებსა და პოლონელ ბავშვებს. პრეზიდენტი ზელენსკი ცდება“.- განაცხადა ნავროცკიმ.
0
0