
Reuters-ის ინფორმაციით, პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ გეგმების შესახებ ისაუბრა, რომლებიც უკრაინელებისთვის ბავშვთა შეღავათებსა და ჯანდაცვაზე წვდომის შეზღუდვას გულისხმობს. ნავროცკი ასევე სისხლის სამართლის კოდექსის გამკაცრების ინიციატივით გამოვიდა, რათა აიკრძალოს სტეპან ბანდერას [უკრაინელი ნაციონალისტი ლიდერი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ნაცისტურ და საბჭოთა ძალების წინააღმდეგ] და მისი მეამბოხე არმიის პოპულარიზაცია.
პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ, 2025 წელს საარჩევნო კამპანიის დროს, პირობა დადო, რომ „პოლონელებს პირველ ადგილზე დააყენებდა“ და პოლონეთში მყოფ უცხოელების უფლებებს შეზღუდავდა.
„მე ჩემი აზრი არ შემიცვლია და ჩემს ვალდებულებებს შევასრულებ. ვფიქრობ, (ოჯახური) დახმარებით მხოლოდ ის უკრაინელები უნდა ვუზრუნველყოთ, რომლებიც პოლონეთში სამუშაოდ ძალისხმევას არ იშურებენ, იგივე ეხება ჯანდაცვის სფეროს“, - განუცხადა ნავროცკიმ ჟურნალისტებს.
ნავროცკი ასევე სისხლის სამართლის კოდექსის გამკაცრების ინიციატივით გამოვიდა, რათა აიკრძალოს სტეპან ბანდერას [უკრაინელი ნაციონალისტი ლიდერი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ნაცისტურ და საბჭოთა ძალების წინააღმდეგ] და მისი მეამბოხე არმიის პოპულარიზაცია.
„ამ კანონპროექტში ბანდერას საკითხი მკაფიოდ უნდა განიხილებოდეს და სისხლის სამართლის კოდექსში მოხსენიებული ბანდერას სიმბოლო გერმანული ნაციონალ-სოციალიზმის, ნაციზმისა და საბჭოთა კომუნიზმის შესაბამის სიმბოლოებთან უნდა გაიგივდეს“, - თქვა ნავროცკიმ.
პოლონეთის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ნაცისტური, ფაშისტური ან კომუნისტური იდეების საჯაროდ პოპულარიზაცია 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნულ განცხადებებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოხმაურება არ მოჰყოლია.
როგორც ცნობილია, უკრაინელი ლტოლვილები ამჟამად უფლებამოსილნი არიან მიიღონ ყოველთვიური ოჯახური დახმარება 800 ზლოტის ($219) ოდენობით თითოეული ბავშვისთვის, თუ მათი შვილები პოლონეთის სკოლებში სწავლობენ. ასევე ევროკავშირის სხვა ქვეყნებმა, მათ შორის გერმანიამ, მცირე ხნის წინ უკრაინელებს შეღავათები შეუმცირეს.
0
0