
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ომისთვის მზად ვიყოთ, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ გერმანულ გამოცემა „ბილდთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ნავროცკის თქმით, ნატო-მ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა, რათა ომისთვის მზად იყვნენ.
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ომისთვის მზად ვიყოთ, ეს მშვიდობის უზრუნველყოფის ერთადერთი გზაა“ – აღნიშნა ნავროცკიმ.
გუშინ ღამით, პოლონეთში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოგდებასთან დაკავშირებით პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, ეჭვი არ ეპარება, „რომ ეს თავდასხმა მიმართული იყო პირდაპირ მოსკოვიდან, ისეთი ტიპის თავდასხმა, რომელიც აჩვენებს, რისი გაკეთება შეუძლია ვლადიმერ პუტინს“.
„ასეთი თავდასხმები ნატო-ს ტერიტორიაზე აღარ იქნება. ნატო კიდევ უფრო უკეთ იქნება მომზადებული“, – აღნიშნა ნავროცკიმ.
ამასთან, პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდებას, რომ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა შეწყვიტონ რუსეთიდან ნავთობის იმპორტი.
„ყველა ქვეყანამ, რომელიც მშვიდობისა და თავისუფლებისკენ ისწრაფვის, უნდა შეწყვიტოს რუსეთის სუბსიდირება. რუსეთთან ბიზნესის კეთება მოსკოვს წაახალისებს და შემდეგ შეიძლება მოხდეს ის, რაც უკრაინაში მოხდა“, – აღნიშნა ნავროცკიმ.
ცნობისთვის, პოლონეთში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, რომელიც სამთავრობო შენობების თავზე დაფრინავდა. მანამდე, 10 სექტემბრის ღამეს, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე რამდენიმე დრონმა დაარღვია.
0
0