პოლონეთის პრემიერი კიევში ჩავიდა
A-
+A

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკი კიევში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პოლონეთის მთავრობის პრესსპიკერზე, პიოტრ მიულერზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, ვიზიტის შესახებ ინფორმაცია უსაფრთხოების მიზეზების გამო მოგვიანებით გავრცელდა.
პოლონეთის მთავრობის წარმომადგენლის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მატეუშ მორავეცკი რამდენიმე შეხვედრას გამართავს, სადაც გეოპოლიტიკურ სიტუაციასთან და ენერგეტიკულ ბაზართან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.
„ვიზიტი არის პოლიტიკური სიგნალი კრემლისთვის. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას ამ ძალიან რთულ ვითარებაში. მიგვაჩნია, რომ რუსეთი არღვევს ყველა შესაძლო საერთაშორისო სტანდარტს. უკრაინის დაცვა ჩვენი უსაფრთხოების დაცვაა", - აღნიშნა პიოტრ მიულერმა.
0
0
341
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%