
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმები განაახლა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი და მისი კანადელი კოლეგა ჯასტინ ტრუდო უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში, ტელეფონით ესაუბრნენ.
ორმა ლიდერმა ხაზი გაუსვა პოლონეთში რაკეტების ჩამოვარდნის "სრული გამოძიების" მნიშვნელობას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ როგორიც არ უნდა იყოს მომხდარზე ჩატარებული გამოძიების შედეგები, მორიგი ძალადობის პირდაპირი მიზეზი უკრაინაში [პუტინის გადაწყვეტილებისამებრ] რუსული არმიის შეჭრაა.
სუნაკმა და ტრუდომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა გამო ვოლოდიმირ ზელენსკის სამძიმარი გამოუცხადეს და ხაზგასმით აღნიშნეს თავიანთი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.
უკრაინის პრეზიდენტმა ბრიტანეთისა და კანადის პრემიერ-მინისტრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
0
0