
როგორც უკვე ცნობილია, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინას იარაღს აღარ მიაწვდის. პოლონეთის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის გაზრდილი დაძაბულობის ფონზე მიიღო.
„პოლონეთის მთავრობის ულტრამემარჯვენე პოლიტიკას კრემლი, რა თქმა უნდა, მიესალმება, რადგან ეს გადაწყვეტილება რუსეთს გრძელვადიან პერსპექტივაში სარგებელს მოუტანს. ვარშავის უკანასკნელი სამწუხარო განცხადებები მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად ადვილად შეუძლია კრემლს უპირატესობის მოპოვება მანამ, სანამ ის „დაშინების“ მეთოდს იყენებს, როგორც ეს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის თემასთან დაკავშირებით მოხდა“, - თქვა ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის ორდინატორმა რუსლან ტრადისმა.
მიუხედავად იმისა, რომ მოვლენების ამგვარი განვითარება კიევისთვის დიდ მარცხს წარმოადგენს, ექსპერტები იმედოვნებენ, რომ პოლონეთი და უკრაინა, "რუსეთისგან მოსალოდნელი საფრთხის გათვალისწინებით", დავის მოგვარებას შეძლებენ.
სერგეი რადჩენკომ, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა (ჯონ ჰოპკინზის უნივერსიტეტის უმაღლესი საერთაშორისო კვლევების სკოლიდან) თქვა, რომ დავის მოგვარება ორივე ქვეყნის ინტერესებშია.
”ვფიქრობ (იმედი მაქვს), ეს დავა მალე მოგვარდება (ვარშავას ძალიან კარგად ესმის, რომ რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობა მეორე ყველაზე ცუდი ფაქტია, ვიდრე თავად პოლონეთის ოკუპირება რუსეთის მიერ). ეს გარკვეულწილად განსაზღვრავს აღმოსავლეთ ევროპის მომავალს. ორივე ქვეყანაში (უკრაინასა და პოლონეთში) არალიბერალური დემოკრატია არსებობს და ისინი, თავიანთი მეზობლების მსგავსად, ძალიან მგრძნობიარეა ტოქსიკური ნაციონალიზმისა და უკმაყოფილების პოლიტიკის მიმართ. ის, რასაც ვხედავთ, საინტერესო მაგალითია, თუმცა რუსეთისგან მოსალოდნელი საფრთხის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, პოლონეთი და უკრაინა ამ ნაბიჯს გამოასწორებენ,” - თქვა რადჩენკომ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე).
ანალიტიკოსთა ნაწილი კი ვარაუდობს, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავეცკის განცხადებები მმართველი ნაციონალისტური პარტიის „კანონი და სამართლიანობა“ (PiS) 15 ოქტომბრის წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული გამოწვევის შედეგია.
„პოლონეთის პრემიერ-მინისტრი და, ზოგადად, მმართველი პარტია, უკრაინის მხარდაჭერის გამო, ულტრამემარჯვენე კონფედერაციის მხრიდან ზეწოლას განიცდის და, როგორც ჩანს, შიშობს, რომ მოწინააღმდეგეები მისი გამარჯვების შანსებს ამცირებენ, რათა მემარჯვენე-ცენტრისტული პოლონელების გაყოფით მოქმედი უმრავლესობა მოიპოვონ,“ - წერენ ექსპერტები.
0
0