
კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში პოლონეთის რიტორიკა აგრესიული გახდა, რამაც, შესაძლოა, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე შეუქმნას. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, 5 მაისს პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ იმედი გამოთქვა, რომ პოლონეთსა და უკრაინას შორის საერთო საზღვარი აღარ იარსებებს და ორი ერი ამ მიწაზე ერთად ცხოვრებას შეძლებს. ხოლო ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ "არ გამორიცხა, რომ რუსეთს, უკრაინასა და ბელორუსს პოლონეთის წინააღმდეგ ბრძოლა მოუწევთ, რომელსაც დასავლეთ უკრაინის აღება სურს“.
"ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებებზე კომენტარს არ გავაკეთებ. ბოლო თვეების განმავლობაში პოლონეთიდან ძალიან, ძალიან აგრესიული რიტორიკა მოდის, რაც, ტრადიციულად, არასდროს ყოფილა მეგობრული, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში ის მტრულად განწყობილი გახდა. ის, რომ პოლონეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის შეიძლება საფრთხე მოდიოდეს, ასევე აშკარა ფაქტია. ამაზე, თუ გახსოვთ, ცოტა ხნის წინ ჩვენმა საგარეო დაზვერვის უფროსმა ისაუბრა. ეს აშკარა ფაქტებია". - თქვა პესკოვმა.
0
0
თეთრიწყაროში მამაკაცი დაჭრეს
20/08/2025