-share.jpg)
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა პრემიერ-მინისტრსა და რამდენიმე მინისტრს შეხვდა და უკრაინის ომთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხები განიხილა.
დღის წესრიგის ერთ-ერთი თემა იყო უკრაინისთვის პოლონეთის მარაგში არსებული ლიმიტირებული რაოდენობის გერმანული წარმოების Leopard Two ტიპის ტანკების გადაცემის შესაძლებლობა.
როგორც ცნობილია, უკრაინამ დასავლური წარმოების მძიმე საბრძოლო ტანკების მიწოდება მოითხოვა, თუმცა პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელმა პაველ შროტმა შეხვედრის წინ განაცხადა, რომ საბრძოლო მანქანების გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ "ფართო შეთანხმების საფუძველზე და სხვა ქვეყნების ვალდებულებების ფარგლებში, რომლებსაც ამ ტანკების რეზერვი აქვთ".
ამასთან, მისი თქმით, „ასეთი გადაწყვეტილებები უნდა ითვალისწინებდეს პოლონეთის უსაფრთხოებასაც“.
მანამდე კი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ მან და პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ მონაწილეობა მიიღეს "ფართო კოალიციის" საერთაშორისო მოლაპარაკებებში უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ.
გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა უკრაინის მხარდასაჭერად და კიევს, რაკეტებთან ერთად, 50 ქვეითი საბრძოლო ჯავშანმანქანის - „ბრედლის“ გაგზავნას დაპირდა.
გერმანიამ ასევე განაცხადა, რომ ის უკრაინას მიაწვდის დაახლოებით 40 Marder-ის ჯავშანტრანსპორტიორს, ხოლო საფრანგეთი - AMX-10 RC-ის ტიპის მსუბუქ ტანკებს.
0
0
24 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
22/12/2025