13/04/2023
14:34
მსოფლიო
როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ განაცხადა, ის „სკეპტიკურადაა განწყობილი“ უკრაინასა და რუსეთს შორის საფრანგეთის მხრიდან სამშვიდობო მოლაპარაკებების ინიციატორობასთან დაკავშირებით.
გასულ კვირას, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თავის ჩინელ კოლეგასთან სი ძინპინთან მოლაპარაკება გამართა იმ იმედით, რომ მას დაარწმუნებდა ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის გამოყენების აუცილებლობაში უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების მიზნით.
ზბიგნევ რაუმ დღეს თქვა, რომ „პოლონეთი სკეპტიკურად არის განწყობილი საფრანგეთის ინიციატივის მიმართ, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების რაიმე ფორმით დაწყებას ითვალისწინებს. ვერ ხედავ ნიშნებს, რომ რუსული მხარე მზად არის გადახედოს თავის მიერ შემუშავებულ „ტერიტორიების დაპყრობის პოლიტიკას“.
რუსეთს არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ მსგავსი მოლაპარაკებებით ის, საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვის გარდა, რაიმე შესაძლო გარანტიას მიიღებს“, - დასძინა ზბიგნევ რაუმ.
0
0