17/07/2023
08:55
საზოგადოება
„ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ „იმედი Live“- ში მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტით მყოფ პოლონელ ექიმთა ჯგუფზე ისაუბრა.
ნადირაძის თქმით, პოლონელი კოლეგები კლინიკაში არსებული სიტუაციით და პაციენტის მკურნალობით კმაყოფილები დარჩნენ.
„ძალიან კმაყოფილები იყვნენ ყველაფრით, რაც იქ ნახეს. თქვეს, რომ აბსოლუტურად ეთანხმებიან ჩვენს მკურნალობას. დიაგნოზებსაც გადახედეს და მადის მოსამატებელი პრეპარატი ჩართეს. ჩანაწერებიც გააკეთეს. პირველი შემთხვევაა, როდესაც სპეციალისტებმა ადამიანებად ჩაგვთვალეს და ჩანაწერები გაგვიკეთეს“, - განაცხადა ნადირაძემ.
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ, კლინიკა „ვივამედში“ ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად პოლონელი ექიმები შევიდნენ. მოგვიანებით კი ამ სტუმრობას სკანდალი მოჰყვა: სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება 14 ივლისს გაავრცელა: „ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა გაუგებარ ინციდენტს. კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით“, აღნიშნულია განცხადებაში.
0
0