14/05/2024
11:07
სპორტი
პოლონელ არბიტრს შიმონ მარცინიაკს არ დაუშვებენ ევრო 2024-ის გახსნის მატჩზე სამუშაოდ იმ შეცდომის გამო, რომელიც მან ჩემპიონთა ლიგაზე „რეალისა“ და „ბაიერნის“ განმეორებით ნახევარფინალში დაუშვა, – წერს ინგლისური გაზეთი Daily Mail-ი.
კომპენსირებულ დროში მარცინიაკმა სასტვენი მისცა იქამდე, სანამ მიუნხენელთა მცველმა, მატეის დე ლიგტმა მეორე გოლი გაიტანა მადრიდელთა კარში. მარცინიაკმა მიიჩნია, რომ თამაშგარეში მოხვდა „ბაიერნის“ ფეხბურთელი ნუსაირ მაზრაუი. პოლონელის არბიტრის სასტვენის გამო მომენტის VAR-ზე გადამოწმება არ მოხერხდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ამ გადაწყვეტილებამ სკანდალი გამოიწვია.
ევრო 2024-ის გახსნის მატჩში, რომელიც 14 ივნისს გაიმართება, გერმანია და შოტლანდია შეხვდებიან ერთმანეთს.
შიმონ მარცინიაკი მსაჯობდა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალს არგენტინასა და საფრანგეთს შორის, აგრეთვე 2022-23 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალს „მანჩესტერ სიტისა“ და „ინტერს“ შორის.
0
0