
პოლონელი ექიმის მიერ ბიოლოგიური ნიმუშების არასათანადო გზით გატანის ფაქტს რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ და შესაბამის ღონისძიებებს გავატარებთ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა.
ბრეგაძის თქმით, ცდილობენ, პოლონური მხარისგან მიიღონ ოფიციალური განმარტება.
„ჩვენ დამოუკიდებლადაც დავიწყებთ ამ ფაქტის შესწავლას და მის სამართლებრივ შეფასებას, თუმცა ვცდილობთ, პოლონური მხარისგან მივიღოთ ოფიციალური განმარტება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ამ ფაქტს სათანადო სამართლებრივი რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ“, – განაცხადა ბრეგაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, აქვს თუ არა გონივრული ვადა პოლონური მხარისგან განმარტების მიღებას, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ კონკრეტული ვადა არსად არ არის განსაზღვრული, თუმცა იმედოვნებს, რომ ამ საკითხზე განმარტების გაკეთებას რამდენიმე დღის მეტი არ დასჭირდება.
0
0
გიორგი ლორია ისევ „დინამოში“ ითამაშებს
20/06/2025