
პოლიციის მიმართულებით გრძელდება შესაბამისი პროექტების განხორციელება, მათ შორის ინფრასტრუქტურული და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლება განაგრძობს ზრუნვას პოლიციელების სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე.
„შეძენილი იქნა 143 ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალება პოლიციისთვის, 69 მაღალი გამავლობის ავტომანქანა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის, მიმდინარეობდა შენობების რეაბილიტაცია, ძალიან მასშტაბურია ის ინიციატივები, რომლებიც განხორციელდა, დეტალურ ინფორმაციაა წარმოდგენილი ამასთან დაკავშირებით მთავრობის ანგარიშში. ვზრუნავთ პოლიციელების სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე. ამ შემთხვევაშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იყო 1 100-ბინიანი პოლიციის ქალაქის მშენებლობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0
პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურა
27/06/2025