
პოლიციელმა, რომელსაც 29 ნოემბერს, აქციაზე რადიკალური ოპოზიციის აქტივისტებმა ბლაგვი საგანი ესროლეს, მხედველობა დაკარგა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, ნოემბერ/დეკემბერში გამართული ძალადობრივი აქციების დროს მიღებული დაზიანების შედეგად მხედველობა დაკარგა. კერძოდ, 29 ნოემბერს ოპოზიციის აგრესიულმა აქტივისტებმა ბლაგვი საგანი ესროლეს. პოლიციელს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა საქართველოსა და თურქეთში, თუმცა სამწუხაროდ, დაზიანების სიმძიმის გათვალისწინებით, მხედველობის შენარჩუნება ვერ მოხერხდა. ინფორმაცია იმედს უწყებაში დაუდასტურეს. შეგახსენთ, რომ ნოემბერ/დეკემბერში, რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი აქციების დროს სხვადასხვა მძინე დაზიანება ათეულობით სამართალდამცველმა მიიღო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
0
0