
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განხორციელებული ძარცვის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, დილის საათებში ბრალდებულებმა, თანხის დაუფლების მიზნით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს და შეეცადნენ მასში არსებულ ფულს მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდნენ, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
„ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენა დასტურდება სხვადასხვა მტკიცებულებით, მათ შორის სათვალთვალო კამერით გადაღებული ჩანაწერით.
საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირები ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
0
0
მამაკაცმა ყოფილი მეღლე დაჭრა
03/06/2026