
ჰაიტიში, პოლიციამ ნავიდან 1000 კილოგრამზე მეტი კოკაინი ამოიღო. მოკლულია სამი ეჭვმიტანილი ნარკორეალიზატორი. პოლიციის რეიდი ჩრდილოეთ ჰაიტის სანაპიროსთან, ტორტუს კუნძულთან ახლოს შესრულდა.
პოლიციას ბორტზე მყოფი ეჭვმიტანილები არ დაემორჩილნენ და ცეცხლი გაუხსნეს ოფიცრებს. საპასუხოდ, ოფიცრებმა ორ ნარკორეალიზატორს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც, ეჭვმიტანილები ოკეანეში გადახტნენ და მოგვიანებით დაიღუპნენ. მესამე ეჭვმიტანილი ნარკორეალიზატორი ნაპირზე დაიღუპა, ხოლო მეოთხე - დაშავდა და მოგვიანებით დააკავეს. ჰაიტელი პოლიციელები არ დაშავებულან,“ - თქვა პორტ-დე-პეს პროკურორმა ჟეირ პიერმა.
პოლიციამ X-ზე განაცხადა, რომ ერთ-ერთი დაღუპული ეჭვმიტანილი იამაიკელი მამაკაცი იყო.
2024 წლის აგვისტოში, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ჰაიტის ყოფილ პრეზიდენტ მიშელ მარტელს სანქციები დაუწესა და ბრალი დასდო აშშ-ში ნარკოტიკებით, მათ შორის კოკაინით, ვაჭრობის ხელშეწყობაში.
0
0
18 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
16/07/2025