
„შეიძლება, ერთი პრემიერი იყოს ასეთი ადამიანი, მე პატივს ვცემ და ვხედავ, იმას ძალიან დიდი ბრძოლა უწევს“ – ეს განცხადება დღეს, 12 იანვარს ცაგერის, ლენტეხისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა პოლიტიკური ქადაგებისას გააკეთა.
სასულიერო პირის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს ძალიან რთული გზის გავლა უწევს.
„დადგებიან უცებ, შევარდებიან პარლამენტში – 2 გირჩია შესული იქ, პარლამენტში რა, და კიდე ვიღაცები და რავი, ვინ აღარ არიან. ერთი ნორმალურად რომ ლაპარაკობდეს ვერ დავინახე. ქრისტიანულად, მარტო ფარისევლურად კი არა, რეალურად, ეკლესია რომ გჭირდება იმიტომ კი არა, იმიტომ, რომ შენ ქრისტიანი რომ ხარ, იმიტომ. შეიძლება, ერთი პრემიერი იყოს ასეთი ადამიანი, მე პატივს ვცემ და ვხედავ, იმას ძალიან დიდი ბრძოლა უწევს, რომ თუნდაც ეს გზა რომ გაატაროს, რომელიც დღეს რაღაც დონეზე მაინც საქართველოს აქვს“, – განაცხადა მეუფემ.
0
0