
არანაირი ინფორმაცია კლინიკას უშუალოდ არც მიხეილ სააკაშვილისთვის, არც ადვოკატებისთვის და ოჯახისთვის არ მიუწოდებიათ. არც პენიტენციურ სამსახურს წინასწარი ინფორმაცია არ მოუწოდებია ჩვენთვის, რომ ეს ღონისძიება იგეგმებოდა,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ეს მოულოდნელი არ არის, იმ თვალსაზრისით, რომ „ისინი ყველანაირ რეპრესიაზე წავლენ“.
„ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკური დევნის ახალ ფაზაშია რეჟიმი შესული და ახლა უკვე ზვიგენთან „სელფის“ გადაღების საქმე წამოიწყეს. პროკურატურამ მტრულ სახელმწიფოდ გამოაცხადა უკრაინა და საქართველოს რეალურად მეგობარი ქვეყნები, შესაბამისად, არცერთი შემდგომი ნაბიჯი, მათ შორის ეს რაც განახორციელეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ჩვენთვის მოულოდნელი არ არის, იმ თვალსაზრისით, რომ კი, ისინი ყველანაირ რეპრესიაზე წავლენ.
წინასწარი გაფრთხილება არ ყოფილა. რაც შეეხება სამედიცინო მაჩვენებლებს, არანაირი ინფორმაცია კლინიკას უშუალოდ არც მიხეილ სააკაშვილისთვის, არც ადვოკატებისთვის და ოჯახისთვის არ მიუწოდებიათ. არც პენიტენციურ სამსახურს წინასწარი ინფორმაცია არ მოუწოდებია ჩვენთვის, რომ ეს ღონისძიება იგეგმებოდა. ექიმმა, თქვა, რომ სამუშაო საათების ამოწურვის შემდეგ ვაცნობეთ და სამუშაო საათების ამოწურვის შემდეგ, განახორციელეს ეს ღონისძიება [გადაყვანის]. ეს ასე არ ხდება, წინასწარ რამდენიმე დღით ადრე ხდება ინფორმირება. ასეთი რამ კი არ მომხდარა.
რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენ ყველა ვხედავდით, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, უკვე რამდენიმე წელია, კლინიკაში იმყოფებოდა, რადგან მისი კლინიკაში ყოფნის საჭიროება იყო",- განაცხადა ბექა ბასილაიამ.
მისივე თქმით, პენიტენციური სამსახური პირდაპირ დავალებებს იღებს „ქართული ოცნებიდან“.
0
1