
გახსოვდეთ, რომ საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი სააკაშვილია.
სააკაშვილი განასახიერებს ოპოზიციას იქამდე, სანამ ელექტორალურ საფუძველს არ გამოვაცლით ქართული საზოგადოების დემორალიზაციის უშრეტ წყაროს. დაიმახსოვრეთ, რომ ამ დემორალიზებული ჩმორით ოპოზიციის სათავეში, საქართველო რუსულ რეჟიმს ვერ დაამარცხებს და რუსულ ჭაობში ჩარჩება. - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი, "ტაბულას" მფლობელი თამარ ცერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"რამე რომ მოიგო, მორალური უპირატესობა გჭირდება.
ეს ხელოვნურად, მედიით და ფულით შანტაჟით მოტივტივე არარაობა, უნდა განადგურდეს პოლიტიკურად თუ წინსვლა გვსურს.
პოლიტიკურად უნდა განადგურდეს ყველა, ვინც ამ დემორალიზებულ მონსტრს წყალს უსხამს და საქართველოს რუსული ჭაობისთვის წირავს.
ესაა სიმართლე და ამას წყალი არ გაუვა.
წადით და მიჩივლეთ.p.s. თავისი შვილების დედებს როგორც ექცევა, იმაზე უარესად ექცევა ქართულ საზოგადოებას და ამ საზიზღრობას გვატენიან - ჭამეთ, მხსნელიაო, ეს ღორები!", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
0
0